რუსეთის დაბომბვას ხარკოვის ოლქში 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

მაშველებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ზოლოჩოვში, ნანგრევებში, ორი თვის ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 6 თებერვლის ღამეს რუსულმა ჯარმა სოფელი ორი C-300 ტიპის რაკეტით დაბომბა, რის შედეგადაც დაზიანდა შვიდი სახლი, 19 სამოქალაქო ობიექტი, ორი ადმინისტრაციული შენობა და ხუთი ავტომობილი.
ნანგრევების ქვეშ ასევე მოყვა სამი ახალგაზრდა ქალი. მათ შორისაა დაღუპული ჩვილის დედა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეჰ სინეჰუბოვი აღნიშნავს, რომ ეს ს „მორიგი ტერორია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ“.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი – რატომ ვერ წყვეტენ ომებს, დაფიქრებულხართ? ასეთი ამბებია და წარამარა საქართველოსთვის იცლიან, კიდევ რაღაც რეზოლუცია მიიღეს – ახალგაზრდები რატომ არიან ციხეში?! იმის გამო, რომ ევროპარლამენტში კონკრეტულმა ქალბატონმა რაღაც იყვიროს