რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „კონრად ადენაუერის ფონდის“ საქმიანობა არასასურველად გამოაცხადა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთში კონრად ადენაუერის ფონდის საქმიანობა არასასურველად გამოაცხადა , – ამის შესახებ ინფორმაციას ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი გენერალური პროკურატურის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ანდრეი ივანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, კონრად ადენაუერის ფონდის, არასასურველად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ანდრეი ივანოვმა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, „კონრად ადენაუერის ფონდი მასალებს ავრცელებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის, მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს. გარდა ამისა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის თემაზე არამეგობრული სახელმწიფოების პოლიტიკას აქტიურად ეწევა“.
„კონრად ადენაუერის ფონდის საინფორმაციო საქმიანობა, რომელიც ღიად პროვოკაციული ხასიათისაა, მიზნად ისახავს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გართულებას, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციისთვის პირობების შექმნას და რეგიონებში, სადაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხორციელდება, სამხედრო დაპირისპირების გამწვავებას“, – აღნიშნა რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა