რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი – ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, – ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.
„უსაფრთხოების ზონის გაფართოების ტემპი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაიზარდა. შვიდი დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამოცანა დაისახა, რომ მომავალ წელს უსაფრთხოების ზონის გაფართოება გაგრძელდეს, რათა ბელგოროდისა და კურსკის მოსახლეობის მშვიდად ცხოვრების უზრუნველყოფა მოხდეს“, – განაცხადა გერასიმოვმა.
მისი თქმით, „სამხედროები მოწინააღმდეგის თავდაცვით სიღრმეში წინ მიიწევენ“.
„გასულ თვეში 700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გათავისუფლდა“, – აღნიშნა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)