რუსეთის ბრალეულობა ისაა, რომ ისარგებლა სააკაშვილის ღალატით – საქართველოს პრემიერ–მინისტრი

უქმნის თუ არა ს უხერხულობას, რომ გაეროში ს ელჩმა 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დასადანაშაულებლად “ოცნების” განცხადება წაიკითხა? – პრემიერმა ამ კითხვას არ უპასუხა და თქვა, რომ “ეს არ არის საინტერესო”, კითხვას, უქმნის თუ არა ქართული ოცნების განცხადება რუსეთს მტკიცებულებას, რომ მათი ბრალეულობა გაქარწყლდეს, ასე უპასუხა:
“სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობა არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის ბრალეულობას. ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის ჩვეულებრივი ბრალეულობა, რომელზეც თავისუფლად შეიძლება ვისაუბროთ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობაზე. რეალურად, მოხდა მარტივი რამ – სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი, ეს არის მისი ბრალეულობა და ამით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და განახორციელა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის რუსეთის ბრალეულობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთის ბრალეულობა მეორეს ბრალეულობას არ გამორიცხავს. ბრალეულობა არ იქნებოდა, თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არ იქნებოდა ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით არის ნათელი, ნაცმოძრაობის დასჯა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე გათავისუფლდება საკუთარი ბრალეულობისგან”
ცნობისთვის, გაეროში სკანდალური სხდომა ჩატარდა – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.
რუსეთმა მაღალი ტრიბუნალიდან აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ