რუსეთის ბელგოროდის ოლქს დრონებით შეუტიეს

რუსეთის ბელგოროდის ოლქში საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებული განგაში გრძელდება. იუწყებიან, რომ კოროჩანსკის რაიონში ჩავარდნილი ჭურვი იმ დროს აფეთქდა, როდესაც მას ადგილობრივი ჩინოვნიკები ათვალიერებდნენ. შემთხვევას ემსხვერპლა რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – იგორ ნეჩიპორენკო.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, ქალაქ შებეკინოზე თავდასხმის შედეგად, საავადმყოფოში მოხვდა ხუთი ადამიანი, რომლებიც ამ დროს ავტობუსით მგზავრობდნენ. დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ამ დროს ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა.
ს თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კვირას ღამით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში ჩამოაგდეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო კიდევ ერთი – აზოვის ზღვის ტერიტორიაზე. რუსული წყაროების ცნობით, ასევე ბელგოროდის ოლქში ოთხი დრონი გაანადგურეს.
უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი ხშირად ხდება თავდასხმის სამიზნე. რუსეთი ს ადანაშაულებს. უკრაინის ხელისუფლება ასეთ შემთხვევებს, როგორც წესი, უკომენტაროდ ტოვებს.
ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესახებ, სხვადასხვა დროს, იუწყებოდნენ რუსეთის მოხალისეთა შეიარაღებული ჯგუფები – „რუსეთის თავისუფლება“, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „ს ბატალიონი“. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ.