რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან უკრაინის მორიგი შეტევის და დაჭრილების შესახებ იუწყებიან

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება უკრაინის მხრიდან მორიგი შეტევის შესახებ იუწყება.
ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს, 16 სექტემბერს, ტელეგრამზე დაწერა, რომ „დილის სროლის“ შედეგად დაიჭრა რვა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და დაზიანდა რამდენიმე სახლი.
რა ტიპის სროლა იყო, გლადკოვს არ დაუკონკრეტებია. დაახლოებით ორი საათით ადრე, ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაში გამოაცხადეს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო.
უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაზე ხშირად უტევენ დრონებით და რაკეტებით. დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?