რუსეთის ბელგოროდის ოლქზე 40-ზე მეტი დრონით განხორციელდა იერიში

რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი, მან ხელის მტევანი დაკარგა – იუწყება ტელეგრამის არხი “პეპელი”, რომელიც სასაზღვრო რეგიონში არსებულ ვითარებას ადევნებს თვალს.
ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ადასტურებს ცნობას, რომ დაჭრილია 18 წლის ადგილობრივი.
დრონის ჩამოვარდნის გამო ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის ფასადს – წერს “პეპელი”.
ს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გადაიტაცეს უკრაინის 46 დრონი, მათგან 41 ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქის, დანარჩენები – ბრიანსკის, კურსკისა და ორლოვსკის ოლქების თავზე.
კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა, რომ დრონებით შეტევის შედეგად დაშავებულია ხუთი ადამიანი.
ომის მომხრე რუსი ბლოგერები იუწყებიან, რომ უკრაინის არმია სამშაბათს ბელგოროდის ოლქის საზღვართან გააქტიურდა და გარღვევას შეეცადა სუმის ოლქის მხრიდან. ოლქის გუბერნატორი გლადკოვი უკრაინის საზღვართან შექმნილ “რთულ ვითარებაზე” აცხადებს. მისი თქმით, უკრაინის ძალები ცეცხლს უხსნიან კრასნოიარუჟსკის რაიონს.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელი ანდრი კოვალენკო ამბობს, რომ ბრძოლების შესახებ სამშაბათს გავრცელებული ცნობები არის რუსეთის საინფორმაციო სტრატეგიის ნაწილი, რადგან -სთან მოლაპარაკების წინ რუსეთს სურს, დაადანაშაულოს , თითქოს მას ომის დასრულება არ უნდა. სასაზღვრო რეგიონებში ბრძოლები მუდმივად გრძელდება – ამბობს კოვალენკო.
რუსეთმა სამშაბათს დრონებით მიიტანა იერიში კიევზე, ერთ-ერთ რაიონში დრონის ნატეხები სკოლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა – ამბობს ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო. ს ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“