რუსეთის ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტი: თუ რამე არ ვქენით, რუსეთის ეკონომიკა მოკვდება

დასავლური სანქციების ახალმა ტალღამ, მათ შორის, „მეგობრული“ ქვეყნებიდან საბანკო გადახდების მასიურმა დაბლოკვამ შესაძლოა, ს ეკონომიკის „სიკვდილი“ გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილე ვლადიმერ ჩისტიუხინმა განაცხადა.

მისი თქმით, გადახდებთან დაკავშირებული პრობლემები „რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოგვარდეს“ და ეგზოტიკურით დაწყებული და მოძველებული მექანიზმებით დამთავრებული, ყველაფრის აპრობირება-გამოყენება არის საჭირო.

“რაც გუშინ ჩვენთვის არაპოპულარული ჩანდა, მაგალითად, სვოპები, გარკვეული კლირინგ-სისტემები თუ კრიპტოს გამოყენება, ყველაფერი უნდა გამოვცადოთ, რადგან თუ გარე ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე ნორმალური გადახდები არ იქნა, ჩვენი, როგორც ექსპორტ-იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის, ეს უბრალოდ დასასრული იქნება, ეს სიკვდილია,“ – აცხადებს ჩისტიუხინი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია