ს არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბა

უკრაინული მედიის ინფორმაციით რუსეთმა შაბათ დილით დონეცკის, ოდესის, ხერსონისა და პოლტავის რეგიონები დაბომბა.
ხერსონში ს არმიამ ცეცხლი გაუხსნა სოციალურ ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ რაიონებს. დაზიანდა ორი კორპუსი და 14 კერძო სახლი. დაშავდა შვიდი ადამიანი.
უკრაინული მედის ცნობით მიმდინარეობდა მასიური კომბინირებული შეტევა პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე. ოდესას რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები ესხმოდნენ თავს.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ პარასკევს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსებს სუმის ოლქის მიმართ რამდენიმე “გიჟური” გეგმა ჰქონდათ, თუმცა უკრაინის ძალები მათ შეკავებას ახერხებენ. “რუსეთს ბრძოლა სურს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯერ კიდევ ვერ გრძნობენ მსოფლიოს მიერ მათზე განხორციელებული ზეწოლის ტკივილს – ან ძალიან ცდილობენ, რომ თავი მოიჩვენონ, თითქოს არ გრძნობენ ამას. რუსეთის ეკონომიკა უარესდება – მოდით, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ამ პროცესს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული