რუსეთის არმიამ ვერ შეძლო “ხარკოვის ოპერაციის” განხორციელება -ზელენსკი

რუსეთის არმიამ ვერ განახორციელა “ხარკოვის ოპერაცია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ.

“მთავარსარდალს დღეს ვესაუბრე ზოგადად შექმნილ ვითარებაზე. მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ ს არმიამ ვერ შეძლო ხარკოვის ოპერაციის განხორციელება. ჩვენ მაქსიმალურად ვაკავებთ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს, რომლებიც ჩვენს მიწაზე შემოდიან და ხარკოვის რეგიონს ატერორებენ”, – განაცხადა ზელენსკიმ

უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ხარკოვის მიმართულება გაძლიერდა და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მუშაობს უკრაინის არმიისთვის მეტი რეზერვის უზრუნველსაყოფად.

გამოცემა Bloomberg-მა 8 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რუსეთის მცდელობა ხარკოვის რეგიონში ჩრდილო-აღმოსავლეთ ში ახალი ფრონტის გახსნისა უკვე წარუმატებელი ჩანს პუტინის მიზნის მიღწევის გარეშე, რომელიც საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნის ითვალისწინებს.

10 მაისის დილით რუსეთის ძალებმა დაიწყეს შეტევითი ოპერაციები ხარკოვის რეგიონში უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ. მათ მოახერხეს რამდენიმე სოფლის ხელში ჩაგდება, ახლა კი ბრძოლები ქალაქ ვოვჩანსკის გარშემო გრძელდება. უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ 8 ივნისის მონაცემებით, ვოვჩანსკის “უმეტესობას” კვლავ უკრაინის თავდაცვის ძალების აკონტროლებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ