რუსეთის ამომრჩეველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია – საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული იყო

საპრეზიდენტო არჩევნები ს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული იყო , – ამის შესახებ განცხადება რუსეთის ამომრჩეველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „გოლოსმა“ გაავრცელა.
„გოლოსის“ განცხადებით, კვირას დასრულებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ შეიძლება რეალურად ჩაითვალოს, რადგან საარჩევნო კამპანია ისეთ პირობებში ჩატარდა, სადაც რუსეთის კონსტიტუციის ძირითადი მუხლები, რომლებიც პოლიტიკურ უფლებებს უზრუნველყოფს, არსებითად არ მოქმედებდა.
„აქამდე საპრეზიდენტო კამპანია, რომელიც კონსტიტუციურ სტანდარტებს ასე ჩამოუვარდებოდა, არასდროს გვინახავს“, – ნათქვამია „გოლოსის“ განცხადებაში.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28% მოიპოვა და რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.
-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი არ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ