რუსეთის ავიაკომპანია “აზიმუტის” თვითმფრინავში, რომელიც თბილისი-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, გაუმართაობის სიგნალი ამუშავდა

ს ავიაკომპანია “აზიმუტის” თვითმფრინავში, რომელიც თბილისი-პეტერბურგის რეისს А47040 ასრულებდა, გაუმართაობის სიგნალი ამუშავდა. მიუხედავად ამისა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში – იტყობინება ავიაკომპანიის პრესსამსახური. “აზიმუტის” წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის გაუმართაობაზეა საუბარი.
2022 წელს ში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ფედერაციას, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე.
2024 წლის ბოლოსთვის რუსეთში საავიაციო ავარიების რაოდენობამ ანტირეკორდს მიაღწია: 11 თვეში დაფიქსირდა 208 საავიაციო ავარია, რაც 30%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან