რუსეთის აგრესიის გამართლებისთვის უკრაინაში ეჭვმიტანილად დაუსწრებლად ცნეს მომღერალი გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე)

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის ორი მუხლით დაუსწრებლად ცნო ეჭვმიტანილად რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი, რომელიც ამართლებს ს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერს უკრაინის საზღვრების შეცვლისკენ მიმართული ქმედებების დაფინანსებას.

გამოძიების თანახმად, ლეპსმა, 2023 წლის ზაფხულში გამართული ერთ-ერთი კონცერტის დროს, რუსეთის მედიის წინაშე საჯარო პირობა დადო, რომ „მილიონ რუსულ რუბლს გადაუხდიდა რაშისტებს უკრაინის არმიის თითოეული განადგურებული ტანკისთვის“. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ 1 მილიონი რუბლი გადაუხადა რუს სამხედროს, რომელმაც უკრაინის არმიას გაუნადგურა ტანკი „ლეოპარდი“.
ასევე, გრიგორი ლეპსმა არაერთხელ გადასცა საოკუპაციო ადმინისტრაციას ჯავშანჟილეტები, საცვლების კომპლექტები და კვების პროდუქტები „ჰუმანიტარული დახმარების სახით“.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლეპსს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, შვეიცარიამ და უკრაინამ. მანამდე დანაშაულებრივ სამყაროსთან რუსი მომღერლის საეჭვო კავშირების გამო გრიგორი ლეპსს თავიანთ ტერიტორიებზე შესვლა აუკრძალეს ლიეტუვამ და ლატვიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო