“რუსეთის აგრესიაში დახმარებას შედეგები მოჰყვება” | სტანო ჩრდ. კორეაზე

ს კრიმინალურ აგრესიაში დახმარებას შედეგები მოჰყვება”, – ასე უპასუხა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ Ukrinform-ის კორესპონდენტის შეკითხვას, რომელიც რუსეთის მიერ ში ჩრდილოეთ კორეაში დამზადებული რაკეტების გამოყენებას და ამ ფაქტის აღმოჩენას ეხებოდა.
“ევროკავშირი თანმიმდევრულად, ძალიან მკაფიოდ აცხადებს: ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ კრიმინალურ აგრესიაში დაეხმარება, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, შედეგები მოჰყვება. ვგმობთ რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერ უცხოურ მიწოდებას, იარაღს, რომელსაც უკრაინელების მოსაკლავად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენებენ. ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის პოტენციური მიწოდება შეიძლება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და გაეროს სანქციების დარღვევა იყოს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ევროკავშირში, განვიხილავთ მას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამას და მოვუწოდებთ ყველა [ქვეყანას], მხარი არ დაუჭირონ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში”, – განაცხადა სტანომ.
Ukrinform-ის ცნობით, შეერთებული შტატები 10 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს, სადაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდება განიხილება.