რუსეთისთვის ჯაშუშობის მცდელობისთვის აშშ-ში 21 წელზე მეტი დროით მიუსაჯეს პატიმრობა NSA-ის ყოფილ თანამშრომელს

რუსეთისთვის ჯაშუშობის მცდელობის გამო 29 აპრილს 21 წელიწადზე მეტი დროით მიუსაჯეს პატიმრობა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც მოკლე დროით მუშაობდა -ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში (NSA) – აცხადებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო.
32 წლის ჯარე სებასტიან დალკემ ოთხ კვირაზე ნაკლები დრო იმუშავა NSA-ში და შემდეგ, 2022 წლის ივნისში, მოულოდნელად წავიდა სამსახურიდან. NSA-ში ყოფნისას დალკემ ამობეჭდა მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტები და შემდეგ ისინი 85,000 დოლარად შესთავაზა პირს, რომელიც, მისი აზრით, ს აგენტი იყო – ვკითხულობთ სასამართლოს დოკუმენტებში. სინამდვილეში დალკეს საქმე ჰქონდა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომელთან.

ასევე დაგაინტერესებთ