რუსეთისთვის სანქციების მოხსნის წინაპირობა უკრაინიდან ჯარების უპირობო გაყვანაა – ევროკომისია

ევროკომისიის სპიკერის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერის თქმით, სთვის სანქციების მოხსნის ან შეცვლის წინაპირობა უკრაინიდან ჯარების “უპირობო გაყვანაა”.
ში რუსული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის დასრულება და უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ძალების უპირობო გაყვანა სანქციების შეცვლისთვის ან მოხსნისათვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება”. – თქვა ჰიპერმა.
25 მარტს კრემლმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი და შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, ამავდროულად, კრემლმა ამის წინაპირობად სანქციების მოხსნა დაასახელა.
კრემლის მიხედვით, რუსეთი შეთანხმების ძალაში შესვლას დათანხმდება შემდეგ, რაც რუსულ ბანკებს დასავლეთის ფინანსურ სანქციები მოეხსნება და ფინანსურ სისტემა SWIFT-ში დაბრუნება შეეძლება.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ორი ჩარჩო იანვრისა და მარტის ბოლოს კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. სანქციებში ნებისმიერი ცვლილება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებს.
Tabula.ge