რუსეთისთვის სამხედრო გამოყენების ელექტრონიკის მიყიდვისთვის გერმანელი პირი დამნაშავედ ცნეს

გერმანიის სასამართლომ ოთხშაბათს, 17 ივლისს, გერმანიისა და ს ორმაგ მოქალაქეს ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულს სანქციების დარღვევით, რუსული კომპანიებისთვის სამხედრო გამოყენების ელექტრონიკის მიყიდვა ედება ბრალად.
ევროკავშირმა მსგავსი ნაბიჯები, მას შემდეგ აკრძალა, რაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ს ანექსია მოახდინა. სანქციები გაფართოვდა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წელს ში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
შტუტგარტის სასამართლომ განაცხადა, რომ 59 წლის მამაკაცმა რუსეთს, 2020 წლის იანვრიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდში, 120 000 ნაწილი გადასცა, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
ამაში შედის ორლან-10-ის ტიპის დრონების ნაწილები, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება, განაცხადა სასამართლომ.
2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, ბრალდებულმა სცადა გადაეფორმებინა გაყიდვები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ჰონგ კონგი და თურქეთი, განაცხადა სასამართლომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლადო აფხაზავა: მჭირდება მოხალისეები, რომლებიც სტიქიის დროს საკვების გარეშე დარჩენილ მოხუცებს (და ასეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრია) ან ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც ეს პრობლემა შეექმნა, მიაწვდის გამზადებულ საკვებს

ლალი მოროშკინა: ახლა რომ აბრალებთ მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს, სავსე მთვარეობას, ილონ მასკს, ყველას და ყველაფერს საკუთარი თავის გარდა, განა რა ხდება ისეთი, რაც ჩვენს ბავშვობაში არ მომხდარა?