რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლაოსში ერთმანეთს შეხვდნენ

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლაოსში ერთმანეთს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ს საგარეო უწყება ავრცელებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩინელ კოლეგასთან, ვანგ იისთან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის „საგარეო არეულობისა და დაბრკოლებების“ პირობებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ცენტრალიზებული, ღია და ინკლუზიური რეგიონული თანამშრომლობის არქიტექტურის შესანარჩუნებლად რუსეთთან ითანამშრომლოს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ევრაზიაში „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის“ დანერგვის საკითხი განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც