რუსეთისა და უკრაინის ადამიანის უფლებების დაცვის უწყებებმა შეხვედრა გამართეს

რუსეთისა და უკრაინის ადამიანის უფლებების დაცვის უწყებებმა შეხვედრა გამართეს 25 ივნისს, სამხედრო ტყვეების გაცვლის დროს, – განაცხადა კიევმა.
ორივე ქვეყანამ გაათავისუფლა 90 დატყვევებული ჯარისკაცი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით დადებული შეთანხმების ჩარჩოებში, რომელიც ბოლოა სამხედრო ტყვეების 50-ზე მეტ შეთანხმებას შორის, რომლებიც გაფორმდა ომის განმავლობაში.
ეს პირველად მოხდა, რომ დათანხმდა, გაემართა პირდაპირი შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის უწყებების წარმომადგენლებს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის დროს, განუცხადა AFP-ს უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა.
“ეს უკრაინის მორიგი ინიციატივა იყო, რომელსაც რუსული მხარე პირველად დაეთანხმა”, – თქვა მან. მისი თქმით, ორივე მხარემ აღნუსხა დაბრუნებული სამხედრო ტყვეების მდგომარეობა, რათა მონიტორინგი გაუწიონ ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებს ტყვეობაში ყოფნისას, თქვა მან.
რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამაც დაადასტურა, რომ ორი მხარის წარმომადგენელთა შორის შეხვედრა შედგა. მან თქვა, რომ მათ “გაცვალეს ინფორმაცია დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების ორმხრივი დაბრუნების შესაძლო ვარიანტებზე”.
ორ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი ში შეიჭრა და ამ დროის განმავლობაში, საჯარო დიპლომატიური კონტაქტები ამ ორ მხარეს შორის იშვიათია. ს თქმით, სამხედრო ტყვეები ჩიოდნენ, რომ რუსეთის ტყვეობაში ყოფნის დროს, მათ ცუდ პირობებში ამყოფებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”