რუსეთისა და სირიის მოიერიშე თვითმფრინავებმა იდლიბი დაბომბეს

რუსეთისა და სირიის მოიერიშე თვითმფრინავებმა ჩრდილოეთ სირიაში მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ქალაქ იდლიბს დაარტყეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველების თქმით, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. სირიის არმია და მისი მოკავშირე ამტკიცებენ, რომ მათი სამიზნე მეამბოხე ჯგუფების სამალავებია და თავს მშვიდობიან მოსახლეობას არ ესხმიან.
შეგახსენებთ, სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპო დატოვეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის მოწინააღმდეგე მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს და ქალაქში შევიდნენ. სირიის არმიამ განაცხადა, რომ ალეპოზე თავდასხმის შედეგად მისი ათობით ჯარისკაცი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – საზოგადოებას დაავიწყეს, რეალურად, რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს, ის იქცა ისეთ უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული