რუსეთიდან ხალხის ნაკადი არ წდება – ლარსის გამშვები პუნქტი პარალიზებულია

ლარსზე კილომეტრიანი რიგები დგას. უკვე ერთი კვირაა, გამშვები პუნქტი პარალიზებულია. დან საქართველოსკენ მომავალ გზაზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ტრაილერები 17 კილომეტრიან საცობში დგანან. საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა, სავარაუდოდ, მას შემდეგ გართულდა, რაც მ რუსეთში კონტრშეტევა დაიწყო და ამ ინფორმაციას, მგზავრები თავად წერენ ტელეგრამ არხებში.
საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული მგზავრების ნაწილი ამ ინფორმაციის ნამდვილობას არ უარყოფს, მეორე ნაწილი კი “პირველებს” ეუბნება, რომ საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდნენ და მათ ტერიტორიაზე ომის შესახებ არაფერი იციან.
“გზაში დიდი საცობებია, დიდი დრო დაგვჭირდა. რუსეთში რთული მდგომარეობაა ომის გამო, ყველა შეშინებულია. ჩვენ წამოვედით, გამოვეცალეთ ამ სიტუაციას და სომხეთში მიდვივართ. ცოტა გვეშინია, არ მომწონს ის, რაც ხდება. ცუდ პოლიტიკას ატარებენ, ჩვენ მოძმე ერები ვართ და ერთმანეთთან არ უნდა ვიბრძოდეთ. ვიცი უკრაინის თავდასხმაზეც, რუსეთის ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, ეს ვყელაფერი ცუდია, მაგრამ ვერაფერს შევცვლით,” – ამბობს რუსეთის მოქალაქე.
ამ ფონზე კი შემოსავლების სამსახურში მედიას ეუბნებიან, რომ ქართველი მებაჟეები ურპობლემოდ მუშაობენ და შეფერხებას ადგილი აქ არ აქვს.
წყარო: “ტვ პირველი”

ასევე დაგაინტერესებთ