რუსეთიდან შეწყვეტილი დაფინანსების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში ხელფასები ელექტროენერგიის შესაძენი ფულიდან დარიგდა

რუსეთიდან შეწყვეტილი დაფინანსების გამო [მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი აფხაზეთში პრორუსული კანონების მიღებასთან დაკავშირებით პროსტესტის გამო] აფხაზეთში ხელფასები ელექტროენერგიის შესაძენად გათვალისწინებული რეზერვებიდან რიგდება, – ამის შესახებ ს დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს.
ჯანსუღ ნანბამ განაცხადა, რომ კომერციულ ფასად ელექტროენერგიის ნაკადის შეძენა პირველი ნოემბრიდან დაიწყო. ის ასევე ამბობს, რომ თანხები, რომლებიც რეზერვირებული იყო დან კომერციული ნაკადების შესაძენად, მიმართულია სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასებისთვის.
„ამით აიხსნება ფულადი სახსრების დეფიციტი, რომელსაც დღეს ვაწყდებით,” – ამბობს ნანბა.
მისი თქმით, 1,8 მილიარდი რუბლის ოდენობის რუსული ფინანსური დახმარება, რომელიც შეჩერდა, დე ფაქტო რესპუბლიკის საკუთარი შემოსავლიდან ანაზღაურდა.