რუსეთიდან შეწყვეტილი დაფინანსების გამო აფხაზეთში ხელფასები ელექტროენერგიის საყიდი ფულიდან დარიგდა – სოხუმი

აფხაზური მხარის ცნობით, დან შეწყვეტილი დაფინანსების გამო [მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი აფხაზეთში პრორუსული კანონების მიღებასთან დაკავშირებით პროსტესტის გამო] აფხაზეთში ხელფასები ელექტროენერგიის შესაძენად გათვალისწინებული რეზერვებიდან რიგდება.
ს დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯანსუღ ნანბამ განაცხადა, რომ კომერციულ ფასად ელექტროენერგიის ნაკადის შეძენა პირველი ნოემბრიდან დაიწყო.
ამასთან, ნანბა ამბობს, რომ თანხები, რომლებიც რეზერვირებული იყო რუსეთიდან კომერციული ნაკადების შესაძენად, მიმართულია სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასებისთვის.
“ამით აიხსნება ფულადი სახსრების დეფიციტი, რომელსაც დღეს ვაწყდებით,” – ამბობს ნანბა.
მისი თქმით, 1,8 მილიარდი რუბლის ოდენობის რუსული ფინანსური დახმარება, რომელიც შეჩერდა, დე ფაქტო რესპუბლიკის საკუთარი შემოსავლიდან ანაზღაურდა.
“1 მილიარდი რუბლი რომ მიგვეღო, ამ თანხების საკუთარი სახსრებით ჩანაცვლება არ მოგვიწევდა,” – განაცხადა ნანბამ.
9 დეკემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის გათიშვის კიდევ უფრო მკაცრი გრაფიკი ამოქმედდა. ამის შესახებ კომპანია “ჩერნომორენერგო” იტყობინება, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა არა გამორთვის, არამედ ჩართვის გრაფიკი.
“რესპუბლიკის ენერგომომარაგებაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, 2024 წლის 9 დეკემბრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი. 21.00-დან 7.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდვის გარეშე იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
07:00 საათიდან 21:00 საათამდე აბონენტები ელექტროენერგიას დღეში ორჯერ, 2 საათისა და 20 წუთის განმავლობაში მიიღებენ. ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტი იქნება მხოლოდ ღამით – 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე 9 საათისა და 20 წუთის განმავლობაში დარჩება.
მანამდე, ენერგეტიკულ პრობლემებზე გამართულ შეხვედრაზე, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთიდან კომერციული ნაკადების შეჩერების შემთხვევაში, მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 7-8 საათის განმავლობაში ექნება.
მიმდინარე ვითარება დაკავშირებულია ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალ დონესთან და რუსეთიდან კომერციული ნაკადების კომერციული ფასად გადახდის აუცილებლობასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები, უკრაინაზე მეტად არავის სურს მშვიდობა – აშშ-სთან ერთად შემდგომ ნაბიჯებს ვხაზავთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ხანგრძლივი, სანდო მშვიდობის უზრუნველსაყოფად

ჰელსინკის კომისიის ახალი თავმჯდომარე როჯერ უიკერი – საქართველო გზაგასაყარზე დგას, როდესაც “ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყნის რუსეთისკენ მითრევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორებას