რუსეთიდან ფულადი გზავნილები შარშანელ ოქტომბერთან შედარებით თითქმის 80%-ით შემცირდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში დან საქართველოში 62 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ეს წლიურად 79.36%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
შედარებისვის გასული წლის ოქტომბერში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა თითქმის 300 მლნ დოლარი იყო.
რუსეთიდან გზავნილების შემცირებამ გავლენა იქონია მთლიან ფულად გზავნილებზე. ოქტომბერში ჯამში 283 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ანუ თითქმის 44%-ით ნაკლები 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით.
80%-იანი კლების მიუხედავად, ფულად გზავნილებში რუსეთი ლიდერობს. მეორე ადგილზეა იტალია 43 მლნ დოლარით, მესამეზე კი 42 მლნ დოლარით.
ოქტომბერში რუსეთისგან განსხვავებით გაზრდილია როგორც იტალიიდან (19%-ით), ასევე აშშ-იდან (39%-ით) გადმორიცხული თანხა.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომებრში ჯამში ქვეყანაში 3.2 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, აქედან 1.3 მილიარდი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან.
Არასამთავრო ორგანზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მთავარი ეკონომისტის ბესო ნამჩავაძე ფულადი გზავნილების შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის არის ქვეყანაში შემცირებულ რუს მიგრანტთა რიცხვი და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული ბიზნესი, რაც მათთვის უკვე აქ აჩენს შემოსავლის წყაროს.
“ბოლო თვეების სტატისტიკას თუ შევხედავთ რუსეთიდან გზავნილები დაახლოებით ამ დონეზე იყო. ეს რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. თავიდან რუსეთიდან ფულის გამოტანის ეფექტთან გვქონდა საქმე. გარდა იმისა, რომ რუსი ემიგრანტები ჩამოვიდნენ ქვეყანაში და შემდეგ მათ ურიცხავდნენ ფულს, ქართველებსაც გამოჰქონდათ თანხა გზავნილების სახით, რადგან დიდი თანხის გამოტანაზე რუსეთში შეზღუდვები იყო დაწესებული. ანუ ამ გზავნილებში ქართველი ემიგრანტების წილი მნიშვნელოვანი იყო”, – ამბობს ნამჩავაძე.
მისივე თქმით, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში რუსი მიგრანტების ზრდა შეჩერდა და მაგალითად მესამე კვარტალში რუსეთის უფრო მეტმა მოქალაქემ დატოვა საქართველო, ვიდრე შემოვიდა. გზავნილების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი ამასაც ასახელებს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ