რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა 16%-ით შემცირდა – სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938 644 ტურისტული ვიზიტი შედგა.
2023 წელთან შედარებით ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია 11%-ით, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი — 6.4%-ით.
იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია — ზრდა გასული წელთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის (პანდემიამდელი) მონაცემის 80.4% აღდგენაა.
ტურისტული ვიზიტების ხუთეული ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:
· თურქეთი –254 577
· — 215 468
· სომხეთი — 191 830
· აზერბაიჯანი — 51 466
· — 46 789
ამასთან, წინა წელთან შედარებით, თურქეთიდან ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 17,6%-ით, რუსეთიდან შემცირებულია 16,1%-ით.
2024 წლის პირველ კვარტალში, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში სულ 77 045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 44.4%-ით მეტია. აქედან ყველაზე მეტი ვიზიტი (11 734) პოლონეთიდან დაფიქსირდა, შემდეგ მოდის გერმანია (11 005 ვიზიტით) და გაერთიანებული სამეფო (6 484).
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნავს მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების რაოდენობის ზრდას. კერძოდ, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 14 907 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 27,9%-ით აჭარბებს 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს. დან ვიზიტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 33.5%-ით, ქუვეითიდან — 66.3%-ით.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც 1 საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები