რუსეთიდან საქართველოში შესვლას 785 სატვირთო ავტომობილი ელოდება

რუსეთიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთას 780-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი ელოდება.
ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრის ვებგვერდი ელექტრონული რიგის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, „გადასასვლელი დაკეტილია და რიგში სულ 785 მანქანა დგას.“
კავკასიონის მთავარ ქედზე გამავალი ვლადიკავკაზი-თბილისის გზა, რომელიც რუსეთს საქართველოსთან და ამიერკავკასიის დანარჩენ ქვეყნებთან აკავშირებს, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის თოვისა და მოყინვის გამო 21 იანვარს ჩაიკეტა.
ს მონაკვეთზე მარშრუტი ჩრდილოეთ ოსეთზე გადის, რომელიც ზამთარში უამინდობის გამო ხშირად იკეტება.
bpn.ge