რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 27,5%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ $4,1 მლრდ შეადგინა, რაც 6,8%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.
გასულ წელს ყველაზე მეტი – $1,5 მლრდ საქართველოში დან გადმოირიცხა, წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 27,5%-ითაა შემცირებული. 2022-ში რუსეთიდან გადმორიცხული თანხა $2,07 მლრდ იყო.
რუსეთს მოსდევს იტალია – $518,6 მლნ-ით, სადაც წინა წელთან შედარებით 20,2%-იანი ზრდაა, -დან $456,4 მლნ გადმოირიცხა (ზრდა 39,6%), საბერძნეთიდან – $242,3 მლნ (8,2%-ით მეტი), გერმანიიდან – $228,6 მლნ (39,1%-იანი ზრდა), დან – $215,2 მლნ (8,1%-ით მეტი).
საქართველოდან 2023 წელს საზღვარგარეთ $355,9 მლნ გაიგზავნა, გადარიცხვები გაზრდილია 3,6%-ით.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა