რუსეთიდან საქართველოში იმპორტი შემცირდა, ექსპორტი გაიზარდა – რას ვიყიდეთ და გავყიდეთ?

რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს მცირედით, მაგრამ შემცირდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს ორ ქვეყანას შორის ბრუნვამ 2,401 მლრდ დოლარი შეადგინა, 2022 წელს კი 2,478 მლრდ დოლარი იყო.
2023 წელს შემცირდა დან იმპორტი, საქართველოდან ექსპორტი (მათ შორის ადგილობრივი) კი გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ რუსეთში 1,744 მლრდ დოლარის პროდუქცია იყიდა, 2022 წელს კი 1,835 მლრდ დოლარის. რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს რუსეთში 657 მლნ დოლარის პროდუქტი გავიდა (ადგილობრივი ექსპორტი – 541,7 მლნ დოლარი ) წინა წელს კი 642,4 მლნ დოლარის (ადგილობრივი ექსპორტი – 526,8 მლნ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც 2023 წელს რუსეთიდან შემოვიტანეთ:
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 552,1 მლნ დოლარი
· ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – 131,1 მლნ დოლარი
· წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 57,9 მლნ დოლარი
· ხორბალი და მესლინი – 56,2 მლნ დოლარი
· ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები – 48,6 მლნ დოლარი
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც 2023 წელს რუსეთში გავიტანეთ:
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – 168,3 მლნ დოლარი
· ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 67,4 მლნ დოლარი
· მსუბუქი ავტომობილები – 67,1 მლნ დოლარი
· მინერალური და მტკნარი წყლები – 61,8 მლნ დოლარი
· წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 60,7 მლნ დოლარი.