რუსეთიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში სანქცირებული ავიაკომპანიები იფრენენ

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, დან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
სამინისტროს თანახმად, ავიაკომპანია UVT AERO-ს პირველი რეისი მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით 3 მაისისთვის აქვს დაგეგმილი, ხოლო ავიაკომპანია Ikar-ის რეისები – ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით 6 მაისიდანაა.
აღნიშნული ავიაკომპანიები ევროკავშირის მხრიდან სანქცირებულები არიან – მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენების შესრულება.