რუსეთიდან მიგრანტების შესაკავებლად ფინეთი ახალ კანონს იღებს

ფინეთის მთავრობამ 21 მაისს საგანგებო კანონპროექტი წარმოადგინა, რომლითაც ის ცდილობს, როგორმე შეზღუდოს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა მუდმივი შედინება დან. ჰელსინკი მიიჩნევს, რომ რუსეთი მიგრაციას პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს იმის გამო, რომ ფინეთი ს უჭერს მხარს და რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ტრანსატლანტიკურ ალიანსში, ნატოში გაწევრიანდა.
გასულ წელს ფინეთმა რუსეთთან საზღვარი დახურა, მას შემდეგ, რაც მიგრაცია განსაკუთრებით გაიზარდა. რუსეთსა და ფინეთს შორის საზღვარი დაახლოებით 1 340 კილომეტრია. მოზღვავებულ მიგრანტებს შორის მრავლად არიან სირიისა და სომალის მოქალაქეები.
კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დასავლეთი მოსკოვის უარყოფით როლში წარმოჩენის კამპანიითაა დაკავეული.
ოფიციალური მონაცემებით, წელს ათეულობით მიგრანტმა მაინც მოახერხა ველური ბუნებით გარშემორტყმული საზღვრებიდან გადასვლა. ბევრ მათგანზე რუსეთში სტუდენტური ვიზაა გაცემული. თუმცა, მანამდე მიგრანტების რიცხვი გაცილებით დიდი იყო. გასულ წელს ფინეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთი 1 300-ზე მეტმა თავშესაფრის მაძიებელმა დატოვა.
ფინელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ კანონის მიღება მაინც აუცილებელია, რადგან გაზაფხულ-საფხულის სეზონოზე დათბობასთან ერთად, მიგრანტების რიცხვი მოიმატებს. ამასთან, მათ რუსეთის მთავრობაც ხელს შეუწყობს და ტრანსპორტირებით დაეხმარება.
“მთავრობის მოვალეობაა, დარწმუნდეს იმაში, რომ ფინეთის და ფინელთა საზღვრები ნებისმიერ შემთხვევაში სათანადოდაა დაცული” – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებთან.
პრემიერმა იქვე დასძინა: “სამწუხაროდ, ევროკავშირის კანონმდებლობა ჯერ არ გვაძლევს ეფექტიან ინსტრუმენტებს პრობლემის მოსაგვარებლად. იმედი მაქვს, ჩვენი მუშაობა გზას გაუხსნის ევროპულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.”

ასევე დაგაინტერესებთ