რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათგან მიღებული შემოსავალი 23.7%-ით შემცირდა – Galt&Taggart

გალტ & თაგარტის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მლნ შეადგინა, რაც წლიურად 8.3%-იან ზრდას ასახავს.
ზრდის ძირითადი წყარო ტურისტები იყვნენ, რომელთა რაოდენობა 10.5%-ით გაიზარდა და 1.2 მლნ-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა უმნიშვნელოდ, 0.5%-ით გაიზარდა 0.3 მლნ-მდე.
საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ნაკადების მკვეთრი ზრდით ისრაელიდან, რუსეთიდან, ევროკავშირიდან და ჩინეთიდან.
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გასული წლის მეოთხე კვარტალში 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9.2%-იანი ზრდაა. ზრდის მთავარი წყარო იყო (+37% წ/წ), შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები (+26.6% წ/წ), მეზობელი ქვეყნები გარდა რუსეთისა (+17.8% წ/წ) და აზიური ბაზრები.
საინვესტიციო კომპანიის კვლევის თანახმად, აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ვიზიტორთა ზრდის მიუხედავად, შემოსავლები წლიურად 23.7%-ით შემცირდა, ხოლო ირანიდან ვიზიტორთა კლების მიუხედავად, შემოსავლები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა (-1.2% წ/წ).
საერთო ჯამში, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6%-ით გაიზარდა და 4.7 მლრდ დოლარი შეადგინა.