რუსეთიდან დაფინანსების შეწყვეტა ბევრ მოქალაქეზე აისახება – ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ს ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ს მხრიდან აფხაზეთის საბიუჯეტო თანამშრომლების ხელფასების თანადაფინანსების შეჩერება მოქალაქეების დიდ ნაწილზე აისახება, მათ შორის მასწავლებლებზე, სამედიცინო, კულტურის სფეროს და ა.შ. წარმომადგენლებზე.
ბჟანიას განმარტებითვე, რუსეთიდან მიიღეს დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ ხელფასების თანადაფინანსება იქამდე იქნება შეჩერებული, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს შეთანხმემებით გათვალისწინებულ პირობებს.
მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები აფხაზურმა მხარემ შეასრულოს. ამ მხრივ, მან ისაუბრა კომერციულ საკითხებზე საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ორმხირივი შეთანხმების რატიფიცირების საჭიროებაზე აფხაზეთის პარლამენტის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს