რუსეთთან საზღვარი შესაძლოა, ესტონეთმაც დაკეტოს

ევროკავშირის და ნატოს წევრი ს მთავრობამ შესაძლოა, დროებით დაკეტოს რუსეთთან საზღვარი. მიზეზი ს მხრიდან მიგრაციული კრიზისის შექმნის მცდელობაა.
ესტონეთის პოლიციის და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო კვირებში რუსეთი ესტონეთთან საზღვრისკენ შეგნებულად უშვებს უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე კანონიერად შესვლის უფლება.
დეპარტამენტი ესტონეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები გაგრძელდება, ესტონეთის სახელმწიფო, ეროვნული უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს დროებით დაკეტავს, შესაბამისად, ამ პუქტებით სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ და სხვა მარშრუტებით, გაცილებით გრძელი გზის გავლა მოუწევთ.
რუსეთთან საზღვარი 2023 წლის ნოემბრიდან დაკეტა ფინეთმა, რომელიც რუსეთს ასევე, ადანაშაულებს მიგრაციული კრიზისის შექმნის მცდელობაში.
ფინეთმა გადაწყვეტილება მიიღო თავის საზღვართან, რუსეთის ტერიტორიის მხრიდან თავშესაფრის მაძიებლების, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეთა მოზღვავების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ