რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 12%-ით შემცირდა – რა ვიყიდეთ და გავყიდეთ?

რუსეთი, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის, იანვარ-თებერვლის ბრუნვის მიხედვით 410.6 მლნ დოლარით მეორე ადგილზეა, თურქეთის მერე. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვაჭრობა 12%-ით შემცირდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში დან იმპორტი 7.4%-ით 313.7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ეს კი მთლიანი იმპორტის 14.6%-ია.
რუსეთთან ექსპორტი კი 24.5%-ით შემცირდა. იანვარ-თებერვალში საქართველომ მეზობელ ქვეყანაში 96.8 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, რითაც რუსეთი საექსპორტო პარტნიორებს შორის, სა და აზერბაიჯანის შემდეგ, მესამეა. მთლიან ექსპორტში წილი კი, 12.1%-ია.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასეთია:
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – 35.9 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 33.2%;
· სპირტიანი სასმელები – 16.4 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 46.1%;
· მინერალური და მტკნარი წყლები – 11.6 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 8.2%;
· წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 7.9 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 26.6%;
· ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან გამხმარი – 7.1 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 232.9%.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2024 წლის იანვარ-თებერვალში ასეთია:
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 90.1 მლნ აშშ დოლარი. კლება 20.5%;
· ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 64.5 მლნ აშშ დოლარი. კლება 6%;
· წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 17.8 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 59.1%;
· ხორბალი და მესლინი – 11.8 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 14.8%;
· ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები – 7.1 მლნ აშშ დოლარი. კლება 2.9%.