„რუსეთთან კავშირების გამო, ირანის წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციებს ამზადებს“ – ბლუმბერგი

სექტემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანი სთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მოსკოვმა და თეირანმა ბრალდება არაერთხელ უარყვეს. Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ახლა ევროკავშირიც ემზადება.
Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები ათეულ პირსა და ორგანიზაციას შეეხება. მათ შორის არიან საინჟინრო, მეტალურგიული და საავიაციო კომპანიები. ევროკავშირი სანქციების პაკეტის დამტკიცებას ოქტომბრის ბოლომდე გეგმავს, როდესაც ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში სამიტზე შეიკრიბებიან.
Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ -ის სანქციები მალე გახდება ცნობილი, რაც ისრაელზე ბოლოდროინდელ სარაკეტო თავდასხმას უკავშირდება. წყარო აღნიშნავს, რომ შტატები მოკავშირეებს იგივე ქმედებას სთხოვს.
დასავლური მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით სექტემბრის დასაწყისში წერდა, რომ ირანმა რუსეთს მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა. ამის შესახებ მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა და თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა. სანქცირებულებს შორის ირანული ავიაკომპანია Iran Air-იც აღმოჩნდა.
გაეროში ისლამური რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენლობამ რუსეთისთვის რაკეტების გადაცემა უარყო. „ირანი არაადამიანურად თვლის კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რაც იწვევს მსხვერპლის გაზრდას, ინფრასტრუქტურის განადგურებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს დაშორებას“, – განაცხადა მან.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, ირანის მიერ რაკეტების გადაცემის საკითხზე კომენტარის გაკეთების დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის არმიას აქვს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის გასაგრძელებლად ყველა საჭირო საშუალების სრული არსენალი“.