რუსეთთან იმპორტის, ექსპორტის, ფულის ნაკადის, ტურიზმიდან შემოსავლისა და უცხოური ინვესტიციის კლებაა – კვლევა

ICC საქართველომ EBIT GROUP-თან ერთად მომზადებული საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ს რჩება საქართველოს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად, მაგრამ 2024 წლის პირველ კვარტალში შესამჩნევი კლება იყო იმპორტის, ექსპორტის, ფულის ნაკადის, ტურიზმიდან შემოსავლისა და უცხოური ინვესტიციის კუთხით. მნიშვნელოვანი კლებაა ფულის შემოდინების ნაწილსა და ასევე ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში. ეს ტენდენცია მიუთითებს შემცირებულ ეკონომიკურ ჩართულობაზე, სავარაუდოდ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენის ქვეშ.
უფრო დეტალურად:
რუსეთთან იმპორტი შემცირდა 2023 წლის I კვარტალში $490 465-დან 2024 წლის I კვარტალში $458 720-მდე
ექსპორტი – $176 917-დან $160 772-მდე;
ფულის ნაკადი – $668 896-დან $175 299-მდე
შემოსავალი ტურიზმიდან – $234 758-დან $156 300-მდე;
უცხოური ინვესტიციები – $28 168-დან $6281-მდე.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, თურქეთთან იმპორტი გაიზარდა, მაგრამ ექსპორტმა იკლო; გაზრდილია ფულის ნაკადი და ტურიზმიდან შემოსავალი;
აზერბაიჯანმა შეამცირა იმპორტი და ექსპორტი, მაგრამ გაზრდილია ფულის ნაკადები და ახალი შემოსავალი ტურიზმიდან;
სომხეთმაც მნიშვნელოვანი შემცირება აჩვენა როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში. მაგრამ ადგილი ჰქონდა ფულის ნაკადის, ტურიზმის შემოსავლებისა და ინვესტიციების ზრდას;
ჩინეთთან საქართველოში იმპორტი გაზიარდა, მაგრამ ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. შემცირებული ფულის ნაკადებისა და ინვესტიციების მიუხედავად, ჩინეთი ინარჩუნებს ეკონომიკურ ჩართულობას, – ნათქვამია კვლევაში.

ასევე დაგაინტერესებთ