რუსეთთან ვაჭრობა შემცირდა – რა გავყიდეთ და ვიყიდეთ?

2024 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი, ასევე დან იმპორტი შემცირდა, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. „საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთზე საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11.4%, ანუ 1.4 მილიარდი დოლარი მოდის.
რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ძირითად ნაწილს იმპორტი შეადგენს. საქართველო რუსეთიდან 2.5-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. იანვარ-ივლისში რუსეთი მეორე ადგილზე იყო საიმპორტო პარტნიორებს შორის და იმპორტმა წლიურად 6.1%-იანი კლების შემდეგ, 1 მლრდ 21 მლნ დოლარი შეადგინა. ეს საქართველოს მთლიანი იმპორტის 11.3%-ია.
რუსეთიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შემდეგი საქონელი შემოვიდა:
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $330.8 მლნ;
· ბუნებრივი აირი – $104.7 მლნ;
· წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე (არმატურა) – $32.9 მლნ;
· ხორბალი და მესლინი – $32.3 მლნ;
· კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან – $28 მლნ.
იანვარ-ივლისში ექსპორტმა 407.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია, მთლიან ექსპორტში 11.5%-იანი წილით.
რუსეთში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია შემდეგია:
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – $121.5 მლნ;
· სპირტიანი სასმელები – $85 მლნ;
· მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – $47.9 მლნ;
· წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – $34.7;
· ხილის ნაყოფები, ახალი – $23.5 მლნ.