რუსეთთან ექსპორტი და იმპორტი შემცირდა – მიზეზები

2024 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, საქართველო-ს სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. იანვარ-მაისის მონაცემებით, ქვეყნის 8 მილიარდ 432 მილიონი დოლარის ღირებულების სავაჭრო ბრუნვაში რუსეთს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში, თურქეთის შემდეგ 11.9%-იანი წილით მეორე ადგილი უკავია.
იანვარ-მაისის პერიოდში საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 5.3%-ით 1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. კლება განპირობებულია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემცირებით. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთთან ექსპორტ-იმპორტი 5 თვის ჭრილში პანდემიურ 2020 წელს შემცირდა, რის შემდეგაც დინამიკა დადებითი იყო.
საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 2.9%-ით შემცირდა და 273 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, რუსეთმა უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 12%-იანი წილით სა და ყაზახეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
მთლიანი ექსპორტის სტატისტიკაშიც, რეალიზებული საქონლის ჩამონათვალში პირველ ადგილებს ადგილობრივი წარმოების პროდუქტები იკავებენ. ამასთან რუსეთში ექსპორტის კლების ერთ-ერთი ფაქტორი ფეროშენადნობების რეალიზების მკვეთრი შემცირება და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის თითქმის განულებაა.
იანვარ-მაისში რუსეთში ექსპორტირებული -5 საქონლის ჩამონათვალი ასეთია:
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – $104.5 მლნ, 38 661 ტონა;
· სპირტიანი სასმელები – $55.9 მლნ, 14 720 ტონა;
· მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – $32.8 მლნ, 59 964 ტონა;
· მინერალური და დაგაზიანებული წყლები შაქრის დანამატებით – $23.2 მლნ, 27 252 ტონა;
· ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები დამზადებული ან დაკონსერვებული – $9 მლნ, 1 314 ტონა;
რაც შეეხება იმპორტს, წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან რუსეთში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 730 მილიონ 978 ათასი დოლარი გავიდა, რაც წლიურად 6.2%-იანი კლებაა. იმპორტის კლება ისეთი საქონლის შეძენის შემცირებამ განაპირობა, როგორიცაა მაგალითისთვის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელიც საქართველოსთვის რუსეთიდან იმპორტის მიხედვით უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში შედის.
იანვარ-მაისში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის TOP-5 ასეთია:
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $210.8 მლნ, 274 575 ტონა;
· ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – $97.4 მლნ, 369 761 ტონა;
· წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – $29.2 მლნ, 47 843 ტონა;
· ხორბალი და მესლინი – $24.4 მლნ, 101 473 ტონა;
· ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები – $18.6 მლნ, 47 782 ტონა.