რუსეთზე დრონებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ, კვლავ რიაზანის ქარხანა იყო

პირველი ცნობები, რომ 24 თებერვალს, ღამის ოთხი საათისთვის, სავარაუდოდ, დრონებით შეტევის შედეგად მომხდარმა აფეთქებებმა ქარხნის რაიონში ხანძარი გამოიწვია, სოციალური ქსელების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს.
დილის რვა საათისთვის რიაზანის ოლქის გუბერნატორ პაველ მალკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია „ერთი საწარმოს ტერიტორიაზე“. მალკოვს საწარმო არ დაუკონკრეტებია.
რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით არაერთხელ შეუტიეს 2024 წელს და 2025 წლის 24 და 26 იანვარსაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 24 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 22 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 16 ორიოლის ოლქში, 3 – ბრიანსკის ოლქში, 2 – რიაზანში და 1 – ს თავზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგებს არ აკონკრეტებს. დრონებით შეტევის შედეგების შესახებ, რიაზანის გარდა, ინფორმაცია საჯაროდ არ გაუვრცელებიათ რუსეთის სხვა ოლქების გუბერნატორებს.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და საწვავის საცავებს.
ფორუმი