რუსეთზე დრონებით შეტევა იყო – ტუაფსეში ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში

დღეს, 22 ივლისს დილით, ს რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო. მათ შორის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის მტკიცებით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა ქარხნის ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.
ამასთან, რუსული ტელეგრამ-არხის, „ოსტოროჟნო ნოვოსტის” მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ხანძარი მას შემდეგ დაიწყო, რაც დრონი სამიზნეს მოხვდა.
ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო როსტოვის ოლქის ქალაქ მოროზოვსკზეც, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა სოციალური ქსელებით გაავრცელა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომ დრონების ჩამოგდების შემდეგ ხანძარი გაუჩნდა ხმელ ბალახს. კონკრეტულად რომელ რაიონში, გოლუბევს არ უთქვამს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს 75 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 47 როსტოვის ოლქში, 17 – შავი და აზოვის ზღვების აკვატორიაში, რვა – კრასნოდარის მხარეში და თითო-თითო ბელგოროდის, ვორონეჟის და სმოლენსკის ოლქებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შედეგებს არ აკონკრეტებს.
ს რუსეთის რეგიონებზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, მის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება – პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია