გიორგი ანწუხელიძის ოჯახის პასუხი სკანდალში გახვეულ გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს:
“რუსებთან დაკავშირებით ჩემი აზრი ყველამ კარგად იცის. არაერთხელ მითქვამ და 8 აგვისტოსაც ვთქვი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთმა დახოცა სწორედ ჩვენი ოჯახის წევრები. გორშიც ყველამ კარგად იცოდა, რაც ხდებოდა და რეებსაც აკეთებდნენ რუსი ოკუპანტები. ამდენს თუ ვერ ხვდება ხალხი, არვიცი, რაღა ვთქვა. რუსეთთან დაკავშირებით ასეთი საუბარი ყოველთვის ჩვენი შეურაცხყოფაა. მარტო ჩემი არა და ანწუხელიძის, ყველასი. იქ ხომ ამდენი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს ყველას ოჯახის შეურაცხყოფაა. გიორგი დღეს რომ ცოცხალი იყოს, იგივეს იფიქრებდა ჩემსავით”, – აცხადებს ანწუხელიძის მეუღლე.
დავით რაზმაძე კი წერს, რომ ცნობილმა გამოცემამ ინტერვიუ გაუყალბა.




