რუსებს წინსვლა აქვთ კუპიანსკის მიმართულებით – ISW

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა გააგრძელეს სახმელეთო შეტევები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე. ISW-ის ანგარიშის მიხედვით, გეოლოკაციური კადრები მოწმობს, რომ რუსულ ძალებს წინსვლა აქვთ კუპიანსკის მიმართულებით, კერძოდ, სინკოვკას აღმოსავლეთით.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ოკუპანტები ძალების გადაჯგუფებით არიან დაკავებული და მალე, შესაძლოა რაიონში შეტევითი ოპერაციების ტემპი გაიზარდოს.
ამასთან, ომის შემსწავლელ ინსტიტუტში რუს სამხედრო ოფიცრებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ოკუპანტები სავარაუდოდ, სერებრიანსკის ტყის მიდამოში შევიდნენ, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ISW-მა ვერ იპოვა აღნიშნულის ვიზუალური მტკიცებულება.

ასევე დაგაინტერესებთ