რუსებს ჩეხეთში ორმაგი მოქალაქეობა აეკრძალებათ

ჩეხეთის სენატი პრეზიდენტ პეტრ პაველს ხელმოსაწერად წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც რუსებს ორმაგ მოქალაქეობას უკრძალავს.
თუ პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მაშინ რუსებს ჩეხეთის მოქალაქეობის მისაღებად ს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევთ. ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შეუნარჩუნდებათ მათ, რომლებიც ჩეხეთის პასპორტს უკვე ფლობენ.
კანონპროექტის მიხედვით, ჩეხეთის მოქალაქეობის მისაღებად რუსების მხრიდან უკვე მიღებული განაცხადები გაიყინება. გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ არასრულწლოვანებს, ასევე, ს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ჩეხეთმა რუსების მიმართ მიგრაციული პოლიტიკა ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაამკაცრა. მ რუსეთის მოქალაქეებს ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემა შეუჩერა.