“რუსებს შურთ, რომ ქართველები ნიჭიერები ვართ” – ფოტოგრაფი მარი ნაკანი

ფო­ტოგ­რა­ფი მარი ნა­კა­ნი უკვე მეთ­ვრა­მე­ტე დღეა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებს ეს­წრე­ბა. დღეს ის მთა­ვარ ლო­კა­ცი­ას ხე­ლო­ვა­ნებ­თან ერ­თად შე­უ­ერ­თდა.

ნა­კა­ნის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, წი­ნა­პი­რო­ბაა იმი­სა, რომ “საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დოგმე­ბი და­ი­ხუ­როს“.

“მგო­ნია, რომ ახლა იკვრე­ბა ჩვე­ნი მი­სია, ასე ვთქვათ – გეშ­ტალ­ტი, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­ი­ხუ­როს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დოგმე­ბი, ის სი­სას­ტი­კე, მრის­ხა­ნე­ბა, უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა.

სა­ერ­თოდ, რუ­სეთს ყო­ველ­თვის შურ­და ქარ­თვე­ლე­ბის, ჩვენ ვი­ცით ხომ? არ მოს­წონ­და, რომ ასე­თი პა­ტა­რა ერი ვართ და ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რე­ბი ვართ. მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ნი­ჭი­ე­რე­ბი, სიმ­ღე­რა­ში, ცეკ­ვა­ში, მხატ­ვრო­ბა­ში, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში.”- ამბობს ნაკანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში, აქ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო

იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმისათვის, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი