რუსეთის რეგიონებში ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ჟურნალისტების დაჯარიმება დაიწყეს სოციალურ მედიაში უკრაინული დრონების თავდასხმის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნების გამო.
The Moscow Times-ის ცნობით, აკრძალვა უკრაინული დრონების თავდასხმების ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნებაზე სულ 12 რეგიონში დაწესდა.
მაგალითად, კალუგის ოლქის მთავრობის ცნობით, ივნისის დასაწყისის მონაცემებით, სასამართლოებში 42 შეტყობინება გაიგზავნა დრონების ჩამოვარდნით გამოწვეული შედეგების შესახებ აკრძალული ინფორმაციის გავრცელების გამო. The Moscow Times-ის ცნობით, კალუგის ოლქში „დამრღვევებისთვის“ 3000-დან 200 000 რუბლამდე ჯარიმაა გათვალისწინებული.
ტულის ოლქში კი ადგილობრივ მაცხოვრებელს ალექსინზე უკრაინული დრონების თავდასხმის ვიდეოს Telegram-ზე გამოქვეყნებისთვის 25 000 რუბლის გადახდა დაეკისრა.
