რუსებს და ბელარუსებს უძრავი ქონების შეძენა შესაძლოა, ლატვიაშიც აეკრძალოთ

ლატვიის პარლამენტს (სეიმს) წარედგინა კანონპროექტი, რომელიც სა და ბელარუსის მოქალაქეებს, ასევე, მათ მფლობელობაში მყოფ იურიდიულ პირებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს.
ინფორმაციას Delfi ავრცელებს.
კანონპროექტი ლატვიის მმართველი ბლოკის, “ახალი ერთობის” საპარლამენტო ფრაქციამ წარადგინა. დოკუმენტი მიზნად ისახავს ეროვნული ინტერესებისთვის მავნე და სახიფათო ქმედებების თავიდან აცილებას, ასევე, სანქციების არიდების გზების აღმოფხვრას.

მიღების შემთხვევაში ახალი წესი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებს, ამ ქვეყნებში შექმნილ კომპანიებსა და იმ პირებს შეეხება, ვისი რეალური ბენეფიციარიც ამ სახელმწიფოების მოქალაქეები არიან. დოკუმენტის მიხედვით, უძრავი ქონების შეძენის აკრძალვა მხოლოდ იმ ადამიანებს არ შეეხება, ვისაც ევროკავშირში მუდმივი რეზიდენტის სტატუსი ან ლატვიაში საიმიგრაციო კანონის საფუძველზე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვს მიღებული.
ლატვიის საეიმში ფრაქცია “ახალი ერთობის” თავმჯდომარე, ედმუნდს იურევიჩი აცხადებს, რომ “ეს კანონპროექტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი შესაძლო რისკებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად,” რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის საგარეო პოლიტიკური მიზნებიდან მომდინარეობს და “ლატვიაში გავლენის ღონისძიებათა ორგანიზებას ან ჰიბრიდულ თავდასხმებს” გულისხმობს.
ლატვიის იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივნის, ლაუმა პაეგკალნას თქმით, ხელისუფლება „პრევენციულად“ მოქმედებს, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჰიბრიდული ომის კონტექსტში რუსეთისა და ბელარუსის ჩარევას ხელი შეუშალოს.
ცნობისთვის: 2024 წლის მაისში ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის არგუმენტაცია წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, ასეთი გარიგების ნებართვა არ მიენიჭება იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირმა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დამრღვევად აღიარა. რუსეთი ამ კრიტერიუმს ში შეჭრის გამო აკმაყოფილებს. ასევე, ფინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსეთი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.
ამასთან, ივნისში ს ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით რუსებისა და ბელარუსებისთვის ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვაზე საკითხის შესწავლა დაიწყო. 2023 წელს ლიეტუვამ, ასევე, აუკრძალა რუსებს უძრავი ქონების შეძენა, იმ შემთხვევის გარდა, თუკი მათ მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვა ან საკუთრების უფლება მემკვიდრეობით აქვთ მიღებული.