“რუსებს “აპრავებთ” და უხერხულობას მაინც არ გრძნობთ?” – ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი – ტელევიზია და რადიო
ხუზმიაშვილის გადაცემას ვუყურე ახლა და მართლა ასე ფიქრობთ, რომ ქართველები ვართ დამნაშავე ამ ომში? აფხაზეთსა და ცხინვალში, ჩვენივე ტერიტორიებზე რომ შემოეთრა , გვხოცა, გაგვანადგურა… ასაკის განურჩევლად, ბავშვები, ქალები გააუპატიურა, ეგეც ქართული მხარის ბრალია და ბოდიში უნდა მოვუხადოთ? ანუ ოსებმა და აფხაზებმა რუსეთის წაქეზების, მათი დახმარების, მათ მიერ შემოზიდული იარაღითა და სამხედროებით არ დაიწყეს ეს ომები და ჩვენ, ჩვენივე ტერიტორიაზე, რუსებს არ ვებრძოდით? ჩვენი გმირები რუსებთან ომში არ დაეცნენ გმირულად? რას ტირაჟირებთ მართლა, თუ ხვდებით საერთოდ? რას განიხილავთ, რუსებს “აპრავებთ” და უხერხულობას მაინც არ გრძნობთ? საფუძვლიანად დაგიკარგავთ ღირსება, სამწუხაროდ და ურცხვად ემსახურებით რუსების ინტერესებს.

ასევე დაგაინტერესებთ