რუსებმა ხერსონში საგანმანათლებლო დაწესებულება დაბომბეს

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება დაბომბეს.

იერიშის შედეგად შენობა სრულად დაზიანდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია
ჯერჯერობით არ ვრცელდება.