რუსებმა ხერსონი დაბომბეს | არის მსხვერპლი

რუსეთის ჯარებმა ხერსონის რაიონში ექვსი მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს, შედეგად დაიღუპა 1 ქალი. ამის შესახებ ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“მთელი დღეა რუსული ავიაცია ურტყამს ხერსონის რაიონს. საღამოს ოკუპანტებმა ექვსი მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს ბერისლავის რაიონის დასახლებულ პუნქტებზე. ერთ-ერთი სოფელ შლიაჰოვეში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. სამაშველო სამუშაოების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გარდაცვლილი ქალის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიღეს”, – წერს პროკუდინი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ავიაცია ხერსონის რაიონის სოფელ საბლუკივკასაც დაესხა თავს, შედეგად მამაკაცი დაიღუპა.