რუსებმა ხერსონი დაბომბეს

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს. როგორც ის Telegram არხზე წერს, ქალაქში აფეთქებებია.
“ქალაქში აფეთქებებია. რუსული არმია ხერსონის ცენტრალურ ნაწილს დაბომბავს”, – წერს პროკუდინი და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას დარჩენისკენ მოუწოდებს.